მაჟორიტარული ოლქები, სადაც “ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველ ტურში გაიმარჯვეს

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორე ტური 18 ოლქში გაიმართება.
მეორე ტური აღარ გაიმართება დედაქალაქის შემდეგ ოლქებში, რადგან ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა. მას 35 უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 50,41 %-მა დაუჭირა.
საბურთალოს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, ასევე პირველივე ტურში გავიდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც ხმების 51,7 % მიიღო.
მე-5 ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდატს ნინო გოგუაძეს ამომრჩეველთა 51,43 %-მა დაუჭირა მხარი.
მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გია ვოლსკიმ. მას მხარი 57,23 %-მა დაუჭირა.
რეგიონებს რაც შეეხება, ქვემოთ ჩამოთვლილ მაჟორიტარულ ოლქებში “ქართული ოცნების“ შემდეგმა კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება.
შესაბამისად აღნიშნულ ოლქებში მეორე ტური აღარ გაიმართება:
სიღნაღი/დედოფლისწყარო 25-ე მაჟორიტარული ოლქი, ირაკლი შიოლაშვილი – 54,76%;

31 – მაჟორიტარული ოლქი – სავალან მირზოევი 50, 01%
მარნეულის 35-ე მაჟორიტარული ოლქი- რუსლან გაჯიევი – 56,18 %
ბოლნისის 33-ე მაჟორიტარული ოლქი, თეთრიწყარო/გარდაბნის ნაწილი – გოგი მეშველიანი 51, 56 %
32-ე მაჟორიტარული ოლქი, წალკა/დმანისი/ბოლნისის – გოდერძი ჩანქსელიანი 54, 37%
34-ე მაჟორიტარული ოლქი, დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგის – კახაბერ ოქრიაშვილი – 66,44 %
38-ე მაჟორიტარული ოლქი, ქარელი/გორის შინდისი – ზაქარია ქუცნაშვილი 60, 94 %
ვარიანის მე-40 მაჟორიტარული ოლქი, გიორგი თორთლაძე – 52,29%
ბორჯომის/ (ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი) 45-ე მაჟორიტარული ოლქი – გედევან ფოფხაძე 51,08%
ნინოწმინდა/ახალქალაქის 46-ე მაჟორიტარული ოლქი – ენზელ მკოიანი 63,72
53-ე მაჟორიტარული ოლქი- პაატა კვიჟინაძე 88, 96

 54-ე მაჟორიტარული ოლქი – გრიგოლ ლილუაშვილი 59,01%

55-ე მაჟორიტარული ოლქი – გრიგოლ მიქრლაძე 57,63%

 ხულო/შუახევი/ქედის 73-ე მაჟორიტარული ოლქი – ანზორ ბოლქვაძე, 51,77%
ამბროლაური/ ონი/ ცაგერი/ლენტეხი/ მესტიის 58-ე მაჟორიტარული ოლქი გოჩა ენუქიძე – 57,9.
ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარული ოლქი – არჩილ თალაკვაძე 52,86%.
მარტვილი/აბაშის 62-ე მაჟორიტარული ოლქი – ოთარ დანელია 51,18%.
ტყიბულის 50-ე მაჟორიტარული ოლქი ელგუჯა გოცირიძე – 50,03%.
წყალტუბოს 57-ე მაჟორიტარული ოლქი – ცოტნე ზურაბიანი 52,98 %.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები