“ჩემი ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ აბსოლუტური უმრავლესობა აიღო, 6 თვეში მივიღებთ სახელისუფლებო კრიზისს”

ჩვენი პარტია იყო ახალი ძალა, თუმცა არ ველოდებოდით, რომ ბარიერს ვერ გადავლახავდით,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ბლოკის წევრებისთვის მოულოდნელი იყო ის, რომ ბარიერი ვერ გადალახეს და აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში შესაძლოა ცალკე პარტიული ხაზით გააგრძელონ.
“არ გამოვრიცხავ, რომ როგორც ცალკე პარტიამ “ახალი საქართველო“ განვაგრძოთ პოლიტიკური აქტივობა. გვექნება ბლოკის წევრებთან ამის შესახებ კონსულტაციები. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ბარიერი ვერ გადავლახეთ, ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ახალგაზრდა პოლიტიკური ძალა ვართ.
ჩემი ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, 6 თვის თავზე გვექნება სახელისუფლებო კრიზისი,“-განაცხადა ბურჭულაძის ბლოკში შემავალი პარტია „ჩვენი საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები