“თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილას, საპატრულო ეკიპაჟზე ადრე „რუსთავი-2 მივიდა”

გაზეთი „ალია,“ დღევანდელ ნომერში, სტატიას გივი თარგამაძის აფეთქების ფაქტზე აქვეყნებს. სტატიაში აქცენტი იმაზე კეთდება, თუ ვის აწყობდა წინასაარჩევნოდ გივი თარგამაძის აფეთქება.
ავტორის ეჭვს, დასაწყისშივე, ის გარემოება იქცევს, რომ აფეთქებიდან რამდენიმე წუთში, თარგამაძე ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ ეთერში ჩაერთო და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა.
გაზეთი აფეთქების მოტივად, ერთ-ერთ ვერსიას განიხილავს, რის მიხედვითაც თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში ჯდება.
“ამ ვერსიას, დამაჯერებლობას, თუნდაც მხოლოდ 2 ფაქტი მატებს. 1. 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სოფელ ხურჩაში , მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით ავტობუსი ააფეთქეს, სადაც აფხაზეთიდან სამეგრელოში მომავალი ქართველები ისხდნენ, რომელთაც ხმა უნდა მიეცათ სამეგრელოს სხვადასხვა რეგიონებში.
ხელისუფლებამ ისე წარმოაჩინა, რომ ეს ტერაქტი აფხაზურმა მხარემ მოაწყო, რომ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ, სინამდვილეში კი ავტობუსს ცეცხლი ჩვენმა პოლიციელებმა გაუხსნეს“, – წერს „ალია“.
სტატიაში, ვერსიის გასამყარებლად, განხილულია „რუსთავი-2 თან“ დაკავშირებული მოვლენებიც, კერძოდ სააკაშვილისა და გვარამიას სატელეფონო საუბარი, სადაც ექპრეზიდენტი „რევოლუციურ გეგმას“ განიხილავდა.
სტატიის ავტორი თვლის, რომ პირადი მიზნებისთვის, საკუთარ მოქალაქეებზე ანგარიშსწორების ხელწერა მიხეილ სააკაშვილისგან ბევრჯერ ნაცადი მეთოდია და ამიტომ სწორედ წინასაარჩევნოდ მუხტის ასაწევად თარგამაძის აფეთქება „ალიას“ ვერსიით „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში ჯდებოდა.
სტატიაში მოყვანილია ციტატა ჟურნალისტ ბესო მახარაშვილის პოსტიდან, რომელიც სოციალურ ქსელში აფეთქების შემდეგ გავრცელდა.
“აფეთქების ადგილიდან 200 მეტრში ვცხოვრობ და ერთ წუთში იქ ვიყავი, მაგრამ, რომ მივედი, ვიღაც ოპერატორი კამერით ხელში უკვე იღებდა, საინტერესოა, რომ პატრულზე და სახანძროზე ადრე პარტიის წევრები მივიდნენ და ესეც მათ ოპერატიულობაზე მეტყველებს,“-წერდა ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
გაზეთი „ალია“ სტატიაში აღნიშნულ კომენტარს აქვეყნებს.“ალია“ასევე საეჭვოდ მიიჩნევს „რუსთავი-2 -ს“ ოპერატიულად მისვლას შემთხვევის ადგილზე. სტატიის მიხედვით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა მისვლა საპატრულო ეკიპაჟს დაასწრეს.
„მაგრამ გივია,- როგორც გიორგი გაბუნიას წამოსცდა პირდაპირ ეთერში,- სამწუხაროდ გადარჩა“ . წინასწარი ინფორმაციით, დისტანციური მართვით აფეთქდა მანქანის უკანა სავარძელში ჩადებული 50 გრამი ტროტილი.

გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ წლებია, მანქანაში მძღოლის გვერდით სავარძელში ჯდება. ვინმეს მისი მოკვლა რომ სდომებოდა, ასაფეთქებელსაც მისი სავარძლის ქვეშ დადებდა,–წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში თადარიგის პოლკოვნიკის ჯანო გაგოშიძის ვერსიაც არის განხილული. პოლკოვნიკის ვერსიით, აფეთქება გათვლილი იყო მცირე მუხტისთვის .
ჯანო გაგოშიძე ვარაუდობს, რომ აფეთქება გათვლილი იყო მანქანის გარეთ მყოფი ადამიანების დასაზიანებლად და არა მანქანაში მსხდომებისთვის.
რუსულ კვალს აფეთქების საქმეში გაგოშიძე სარწმუნოდ არ მიიჩნევს, რადგან რუსეთს, როდესაც მსგავსი ტერაქტი დაუგეგმავს, მისივე განცხადებით, სამიზნე არასდროს გაქცევია. „ალია“ სარწმუნოდ თვლის, თარგამაძის აფეთქების საქმეში თავდაცვისა და შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის დავით ხეჩუაშვილის კავშირს, თუმცა სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსეთში წასულ ხეჩუაშვილს თანამონაწილე ჰყავდა.
გაზეთი ციტირებს ახდენს ხეჩუაშვილის მამის კომენტარიდან, სადაც ის აცხადებს, რომ მისი შვილი შევარდნაძის ტერაქტის საქმეშიც იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს.
„ალიას“ სტატია შსს-ს განცხადებიდან ამოღებული ციტატით სრულდება, სადაც ნათქვამია: ,, საქმის დასრულებისთვის გრძელდება დამატებითი საგამოძიებო მოქმდებები“.
“რაც შეეხება გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულ პირს, მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით“.- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომლის ფრაგმენტითაც „ალია“ თარგამაძის აფეთქების ვერსიების თემაზე დაწერილ სტატიას ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები