ნუკრი ქანთარია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7% მოიგო დანარჩენი კი „რუსთავი-2“-მა

„ნაციონალური მოძრაობის” 20% აიღო „რუსთავი-2“ მა”, – ამის შესახებ „ქართულო ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ქანთარია ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს, თუმცა ორპარტიული პარლამენტი, სადაც მეორე პარტია „ნაციონალური მოძრაობაა,“ არ აკმაყოფლებს.
ქანთარია ვარაუდობს, რომ „პატრიოტთა ალიანსიც“ შეძლებს ბარიერის გადალახვას. “ სამწუხაროა, რომ საქართველოს მოსახლეობის 27% ისევ უჭერს მხარს ძალადობრივ მოძრაობას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო 7% , დანარჩენი კი მოიგო ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა.
ორპარტიული პარლამენტი არ არის დიდად სახარბიელო. მე ვიცი, რომ არის შანსი ჯერ კიდევ „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახოს ბარიერი და ვნახოთ, როგორ იქნება. წინ არის კიდევ მეორე ტური და მოვიპოვებთ თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს ამის მერე გამოჩნდება.“-განაცხადა ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები