”ნაციონალური მოძრაობა” უნდა შეეგუოს, იმას, რომ ვერასოდეს იქნებიან გამარჯვებულები იმ ხალხზე, რომელზეც ძალადობდნენ”

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული აქციები თუ გამოსვლები გამოხატვის თავისუფლებაში უნდა ჩაჯდეს და ამ უფლების უზრუნველყოფა ქვეყანაში დაცულია, – ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ”ნაციონალური მოძრაობა” უნდა შეეგუოს, იმას რომ ვერასოდეს იქნებიან გამარჯვებულები იმ ხალხზე, რომელზეც წლების განმავლობაში ძალადობდნენ.
”შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები