“თარგამაძის მანქანის აფეთქებაში მხილებულმა ხეჩუაშვილმა არჩევნებში “ნაციონალებს” 5000 ლარი შესწირა”

მას შემდეგ, რაც დავით ხეჩუაშვილის სახელი და გვარი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას დაუკავშირდა, ბუნებრივია, მედია დაინტერესდა მისი ვინაობით. ხეჩუაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი რამდენიმე დღეა, რუსეთში წავიდა სამუშაოდ. გარდა ამისა, ანზორ ხეჩუაშვილმა მისი შვილის ბიოგრაფიიდან საინტერესო დეტალებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ხეჩუაშვილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის გამო დაკავებულიც კი იყოო.
უფრო მეტიც, მისი მტკიცებით, მისი შვილი მუხროვანის ამბოხშიც მონაწილეობდა..
„პრაიმტაიმი“ მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს დაუკავშირდა:
– მახსოვს დავით ხეჩუაშვილი… გვარდიაში იყო, როცა ამბოხი მოხდა. ამის შემდეგ კი ჩვენ დაგვდევდა მოსაკლავად. მაშინ უკვე კუდ-ში იყო. ასე ამბობდა, ფული ჩვენ უნდა ავიღოთო…
– რა ფულს გულისხმობდა?
– მაშინდელმა ხელისუფლებამ დააწესა ჯილდო ჩვენზე – 250 ათასად შეგვაფასა.
– ამბობენ, შევარდნაძის ტერაქტშიც იყო ეჭვმიტანილიო.
– არა, არ ყოფილა არასდროს…
 
ზოგადად კი, დავით ხეჩუაშვილზე ასეთი ინფორმაცია ვრცელდება: „გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი, 1974 წელს დაბადებული, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი სპეცრაზმელი დარჩო ხეჩუაშვილია. როგორც ცნობილია, ხეჩუაშვილი „კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის“ სპეცრაზმში მსახურობდა 2012 წლამდე. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი დარჩო ხეჩუაშვილი უკრაინაში გადავიდა… საქართველოში უკრაინიდან 2016 წლის ზაფხულში დაბრუნდა“.
მისი მეზობლები ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ თბილისში თავს ტაქსაობით ირჩენდა…
ამ ფონზე კი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ინფორმაცია, რომელიც „პრაიმტაიმმა“ აღმოაჩინა: როგორც ირკვევა, დავით ხეჩუაშვილი ხელგაშლილიც ყოფილა პოლიტიკური ხარკის გადასახდელად: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 24 ივლისს მას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 5000-ლარიანი შემოწირულებაც გაუკეთებია…
წყარო: “პრაიმტაიმი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები