თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 18 -ში გაიმართება

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორე ტური 18 ოლქში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისის 22 ოლქიდან მაჟორიტარი დეპუტატობის ხმების 50%-ზე მეტი მხოლოდ ოთხ კანდიდატს აქვს მიღებული.
კერძოდ, ვაკის მესამე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა.
საბურთალოს მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში, პირველივე ტურში გავიდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა მდინარაძეც.
მაჟორიტარულ არჩევნებზე 50%-იანი ბარიერი გადალახა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საბურთალოს მეხუთე ოლქში ნინო გოგუაძემაც.
ჩუღურეთის მე-14 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გია ვოლსკიმ მოიპოვა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები