ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, “პატრიოტთა ალიანსმა” საარჩევნო ბარიერი გადალახა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, ირმა ინაშვილის პარტიამ ”პატრიოტთა ალიანსმა” საარჩევნო ბარიერი გადალახა – მას ხმების 5% აქვს მიღებული.
ცესკომ პროპორციული საპარლამენტო არჩევნების შედეგები 3 699 უბნის მიხედვით გამოაქვეყნა.
შედეგები ასეთია: – პროპორციულ არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48.6% მიიღო, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27.14%.
უახლესი შედეგებით, ხმების 5% აქვს ”პატრიოტთა ალიანსს“.
ამომრჩეველთა ხმების 4.61% აქვს ”თავისუფალ დემოკრატებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები