წალენჯიხის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ”ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა

წალენჯიხის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ”ქართული ოცნების” კანდიდატმა, ბესიკ ფარცხვანიამ გაიმარჯვა.
​ბესიკ ფარცხვანიამ რიგგარეშე არჩევნებში ხმების 58.74% მიიღო. ცესკოს მონაცემების მიხედვით, წალენჯიხის გამგებლის არჩევნებში სულ სამი კანდიდატი მონაწილეობდა.
ელგუჯა ფიფიამ, რომელიც პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა, ხმების 29.73% მიიღო, ხოლო ”პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილ ემზარ ებულავას წალენჯიხელი ამომრჩევლის 11.53%-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები