ალან დუნკანი: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ მეორე ტურების მშვიდობიან გარემოში ჩატარება

დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ალან დუნკანი საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს.
“ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარებას. დიდი ბრიტანეთი თანხვედრაშია ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის და სხვა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებთან, რომ არჩევნები კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში გაიმართა, სადაც საქართველოს მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო. აღსანიშნავია ის რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოში საარჩევნო სისტემას და სასტიკად ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომ პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების ნებას და აჩვენონ დემოკრატიული პროცესების მიმართ პატივისცემა. ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ არჩევნების პროცესების დაკვირვებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ მეორე ტურის მშვიდობიან გარემოში ჩატარება”, – ნათქვამია დუნკანის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები