აჭარაში ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური ჩატარდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები, 348 შემაჯამებელი ოქმის შედეგად დაჯამების შედეგად, უკვე ცნობილია. როგორც უსკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც ხმების 44.91% მიიღო, ხოლო მეორეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხმების 29.63%-ით.

მათივე ცნობით, 5%-იანი ბარიერი, გადალახა ნინო ბურჯანაძის პარტიამ.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს. არსებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, სავარაუდოდ, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება, რადგან ვერც ერთი სუბიექტის კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.

უსკოს მონაცემებით, ბოლო წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

1. საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” – 2.94%;

3. საარჩევნო ბლოკი “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” – 6.08%;

5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 29.63%;

6. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“ – 1.5%;

7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” – 0.22%;

8. “დავით თარხან-მოურავი,ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 5.71%;

10. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2.44%;

14. „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის“ – 0.19%;

16. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 0.17%;

19. საარჩევნო ბლოკი”თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – 1.09%;

23. საარჩევნო ბლოკი “ჩვენები – სახალხო პარტია” – 0.22%;

26. “ეროვნული ფორუმი” – 1.03%;

27. “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” – 3.15%;

32. „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“ – 0.72%;

41. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 44.91%;

N68 ბათუმი – N41 – ვახტანგ წულაძე – 41.01% (10268); N5 – ელგუჯა ბაგრატიონი – 33.65% (8425);

N69 ბათუმი – N41 – ილია ვერძაძე – 42.96% (10378); N5 – ნინო ჯინჭარაძე – 27.04% (6532);

N70 ბათუმი – N41 – ნუგზარ სურმანიძე – 43.91% (11191); N5 – გია აბულაძე – 29.24% (7453);

N71 ქობულეთი – N41 – გიორგი რომანაძე – 43.38% (11565); N5 – მამული სურმანიძე – 26.02% (6936)

N72 ხელვაჩაური – N41 – მერაბ კარანაძე – 39.96% (9475); N5 – ქენან კახიძე – 26.8% (6355);

N73 ხულო – N41 – ხვიჩა შარაშიძე – 45.9% (14160); N5 – ნუგზარი ამაღლობელი – 26.5% (8174)“, – აღნიშნულია უსკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები