„სამწუხაროდ, ”ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი კონფრონტაციის გზით წაიყვანოს“

“სამწუხაროდ, ”ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ამას არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან და ქვეყნის განვითარების ინტერესებთან.
”საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებების მიუხედავად, ”ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ, ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს, რაც ჩვენი შეფასებით, არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები