გიორგი კვირიკაშვილი: ამომრჩეველთა უმრავლესობა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვას სწორედ ჩვენ გვანდობს

“ამომრჩეველთა უმრავლესობა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის მართვას სწორედ ჩვენ გვანდობს”,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კვირიკაშვილის თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქვეყანას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს, რაც პრემიერის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიული და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყო.
პრემიერმა, მადლობა გადაუხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ არჩევნების მაღალი სტანდარტი მათმა ეფექტურმა მუშაობამ განაპირობა.
„მადლობას ვუხდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მათმა ეფექტურმა და მიუკერძოებელმა მუშაობამ მნიშვნელოვნად განაპირობა არჩევნების მაღალი სტანდარტი. განსაკუთრებული მადლობა “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებმაც ასეთი დიდი ნდობა გამოგვიცხადეს. მართალია, ჯერ არ არის გამოქვეყნებული ცესკოს საბოლოო შედეგი, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, “ქართული ოცნების“ უპირატესობა ძალიან დიდია.
ეს არის დიდი წარმატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ქვეყნის მართვას სწორედ ჩვენ გვანდობს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენთის და ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი გუნდი, თითოეული ჩვენგანი გაათმაგებული შრომით უპასუხებს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები