გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ

“ჩვენ სრულიად შეგნებულად ავწიეთ ბარიერი 50% -მდე, რათა დემოკრატიულობის და ლეგიტიმაციის ხარისხი ყოფილიყო მაღალი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, ბევრ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მეორე ტური.
გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატებს ასეთი მაღალი ბარიერის გადალახვა უწევთ.
„წინასწარი მონაცემებით, ბევრ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მეორე ტური. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ სრულიად შეგნებულად ავწიეთ ბარიერი 50%- მდე, რათა დემოკრატიულობის და ლეგიტიმაციის ხარისხი ყოფილიყო მაღალი. მოგეხსენებათ, ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატებს ასეთი მაღალი ბარიერის გადალახვა უწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც იქნება ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა და ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები