მიხეილ ჯანელიძე სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საგარეო უწყების მოწვევით იმყოფებიან.
​შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების პროცესზე ისაუბრეს. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს თავიანთი პირველადი შეფასებები გააცნეს და აღნიშნეს, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირდა, რომ აღნიშნული არჩევნები არის დიდი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები