ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

 უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას ესწრებიან უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი, პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი პორტნოვი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, პარტია “უდარის” ლიდერი ვიტალი კლიჩკო, ფრაქცია “ბატკივშინას” თავმჯდომარე არსენი იაცენიუკი და ფრაქცია “თავისუფლების” თავმჯდომარე ოლეგ ტიაგნიბოკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები