დამკვირვებლის მტკიცებით, ფოთში ამომრჩეველს ქურთუკის ჯიბიდან საარჩევნო ბიულეტენი ამოუღო
„ეროვნული ფორუმის“ დამკვირვებლის, ვერიკო წულაიას განცხადებით, ფოთში, მე- 12 უბანზე, საარჩევნო ყუთთან მისულ ამომრჩეველს ქურთუკის ჯიბიდან საარჩევნო ბიულეტენი ამოუღო.
„შევნიშნე, რომ კონვერტში ერთ ბიულეტენს დებდა, დავინტერესდი და ვთხოვე გარკვევა, სად წაიღო მეორე ბიულეტენი. დაიბნა და „გულის ჯიბიდან“ ამოიღო“,- განმარტა წულაიამ.
საუბნო კომისიის განმარტებით, ამომრჩეველს ბიულეტენი დაუბრუნეს, მან გადახაზა ყველა კანდიდატი და ამის შემდეგ კონვერტში მოთავსებული ყუთში ჩააგდო.