ლადო ბოჟაძე: საღამოს 8 საათამდე რაიმე სახის გართულებებს გამოვრიცხავ
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ლადო ბოჟაძე მიმდინარე საარჩევნო პროცესს სტაბილურად აფასებს.
ბოჟაძე თვლის, რომ ამომრჩეველთა აქტივობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, დაბალია.
“სასურველია, რომ მოსახლეობა აქტიურად მივიდეს საარჩევნო უბნებთან, რადგან ეს აქტივობა, 2012 წელთან შედარებით, დაბალია. მე საღამოს 8 საათამდე რაიმე სახის ექსცესებს გამოვრიცხავ, თუმცა უბნების დახურვის შემდეგ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ არ მოხდეს რაიმე სახის დესტაბილიზაციის მცდელობა“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.