“ფოთში, ცენტრის უბანში, სამ ამომრჩეველთან გადასატანი ყუთი არ მიაქვთ”

„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლის, ნონა ნასარაიას მტკიცებით, ფოთში, ცენტრის უბანში, მე-8 საარჩევნო უბანზე სამ ამომრჩეველთან გადასატანი ყუთი არ მიაქვთ.
უბნის თავმჯდომარის, ნანა ადამიას განცხადებით, ამომრჩევლები – ლუიზა ტყებუჩავა, ვენერა შონია და ვახტანგ ღუნჯუა საუბნო კომისიის სიაში არიან, თუმცა მათი მონაცემები ერთიან საარჩევნო ბაზაში არ იძებნება.
მისივე თქმით, საოლქომ დაავალა ამ პიროვნებების მონაცემების გადამოწმება, რაც კომისიამ დროის უქონლობის გამო ვერ მოახერხა და ისინი გადასატანი ყუთის ამომრჩევლის სიიდან ამოიღო.
გადასატანი ყუთი უბანზე დაახლოებით 10:00 საათზე დაბრუნდა და ის დალუქეს.
„ვინაიდან ყუთი დალუქულია, მას სახლში ვერავის მივუტანთ, ამიტომ ვთხოვეთ ეს ამომრჩევლები უბანზე მოიყვანონ“, – აღნიშნა ადამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები