„ქართული ოცნება“: ზესტაფონში უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

ზესტაფონის საარჩევნო ოლქში რამდენიმე უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
„კერძოდ, დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, ილია კოკაიას წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩევლებს, რომლებიც იმის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენენ, რომ არჩევანი ილია კოკაიას სასარგებლოდ გააკეთეს, გარკვეული რაოდენობის თანხას ურიგებენ. აგიტატორი აცხადებს, რომ არის “ოცნების” მხარდამჭერი და ასახელებს ვინმე რეზო გოგოლაძეს, რომლისგანაც მიიღო დავალება. დაზუსტებული ინფორმაციით, რეზო გოგოლაძე არის ილია კოკაიას წარმომადგენელი“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები