გიორგი მღებრიშვილი: ყველა პოლიციელი თავისუფალია თავის არჩევანში

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა თბილისში, 26-ე საარჩევნო უბანზე მისცა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ შსს-მ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით უსაფრთხოების დამატებითი ზომები შეიმუშავა.
„ყველას მოვუწოდებ, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი. მე, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, ეს ვალი მოვიხადე და ჩემი არჩევანი გავაკეთე. თუ ვის სასარგებლოდ, ამას ვერ გეტყვით, იქედან გამომდინარე, რომ შს მინისტრი გახლავართ და მინდა, რომ ყველა პოლიციელი, შსს-ს ყველა თანამშრომელი იყოს თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ეს ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები