ბიძინა ივანიშვილი: თავისუფლების, კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი

“თავისუფლების, კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი”, – ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევანის გაკეთების შემდეგ გააცხადა.
“დღევანდელი არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებულია. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დღეს უნდა მოახერხოს და გააკეთოს არჩევანი. უფრო სწორად, მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით, გააზრებულად და არა რწმენით, მხედველობაში მაქვს არა რელიგიური რწმენა, რა თქმა უნდა. ჩვენს უახლოეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც დროს, რაღაც მომენტში გვწამს და ამ რწმენის მიხედვით ვახერხებთ დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მოახერხა გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. ამას გესაუბრებით წინასწარი კვლევების მიხედვით, ვიცი, რა მდგომარეობაა საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდაქმნა მოხდა, რამეთუ უმრავლესობამ საზოგადოებისა მოახერხა გონებით, გააზრებით არჩევანის გაკეთება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები