„ახალ პროკურორს თავის საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ“

  საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის ახალ მთავარ პროკურორს არ იცნობს, ისევე როგორც არ იცნობს მის წინამორბედს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ასეთი საკითხებზე უნდა ჩამოყალიბდეს აღმასრულებელი ხელისუფლება და ეს პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის. „მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე უნდა ჩამოყალიბდეს აღმასრულებელი ხელისუფლება, რადგან ეს მათი კომპეტენციაა. არც კონსტიტუციით და არც სხვანაირად მე არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა მონაწილეობდეს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებში. ამასთან ერთად, მინდა დავაფიქსირო, რომ არც წინა პროკურორს არ ვიცნობდი და არც ამჟამინდელ პროკურორს ვიცნობ. ვუსურვებ ახალ პროკურორს წარმატებას თავის საქმიანობაში“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები