შს მინისტრი: მინდა, რომ ყველა პოლიციელი იყოს თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში

“მინდა, რომ ყველა პოლიციელი, უწყების ყველა თანამშრომელი იყოს თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა და თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, სწორედ აღნიშნული მიზეზით არ გაამხილა.
მღებრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა დამატებითი ზომები იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში.
„მე მოვუწოდებ ყველას, რომ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანზე და მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი. მეც, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ეს ვალი მოვიხადე და გავაკეთე არჩევანი – თუ ვის სასარგებლოდ, ამას არ გეტყვით, გამომდინარე იქედან, რომ მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი და მე მინდა, რომ ყველა პოლიციელი, უწყების ყველა თანამშრომელი იყოს თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება“, – განაცხადა შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილმა საკუთარი არჩევანი დიდუბის 26-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები