არჩვენების მეორე ტურის დანიშვნის საჭიროების შემთხვევაში, ის 2 ნოემბრამდე ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურს პირველიდან 25 დღის ვადაში ჩაატარებს.
ცესკოს განცხადებით, რადგანაც არჩევნები 8 ოქტომბერს ტარდება, მეორე ტურის დანიშვნის ბოლო ვადად კომისია 2 ნოემბერს განიხილავს, მაგრამ თუ სხვადასხვა ოლქის შესახებ საჩივრები არ დაფიქსირდება, მეორე ტურის დანიშვნა 2 ნოემბრამდეც იქნება შესაძლებელი.
„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, მეორე ტური იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს. კანონმდებლობით, მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებიც პირველ ტურში ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას მიიღებენ. მეორე ტურში გამარჯვებულის ვინაობა უკვე ახალი ხმების მიხედვით გადაწყდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩეველმა უფრო მეტად დაუჭირა მხარი. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, ამ შემთვევაში, ხელახალი არჩევნები დაინიშნება.
რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმს, ცესკო-მ იგი პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 19 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები