იზორია თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაზე: მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები ბრალდებულის დასაკავებლად

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმის გახსნის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობდნენ.
იზორიას თქმით, ახლო მომავალში საზოგადოება საქმესთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მიიღებს.
იზორიას განცხადებით, დანაშაულში ბრალდებულის დასაკავებლად ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
“ბოლო დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობდნენ, თქვენ იხილეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს კონკრეტული პიროვნების ბრალეულობას და სავარაუდოდ, სწორედ ის არის მონაწილე ამ დანაშაულში. ბუნებრივია, გამოძიება გაგრძელდება. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები მისი დაკავებისთვის, მიმდინარეობს ასევე ძებნის ოპერაცია, ასე, რომ საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ახლო მომავალში”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნა.
4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი.
დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები