ანა ნაცვლიშვილი – ზუგდიდის მე-18 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს მუშაობაში ხელს უშლიან

საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მე-18 უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს მუშაობაში ხელს უშლიან. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული ქმედება კანონსაწინააღმდეგოა.
„ზუგდიდის მე-18 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს მუშაობაში ხელს უშლიან. მინდა, მოვუწოდო კომისიის თავმჯდომარესა და კომისიას, რომ ასეთი მოქმედება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა და მოვუწოდებ მას, რომ მისცეს ჩვენს დამკვირვებელს თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები