პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა – დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის სიძლიერისკენ

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თბილისში მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-6 უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. სახელმწიფოს მეთაური 47-ე საჯარო სკოლის შენობაში ოჯახთან ერთად გამოცხადდა.
„მე მივეცი ხმა მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს მომავალზე ფიქრობს. დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის სიძლიერისკენ ”, – განაცხადა პრეზიდენტმა და მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა.
ამასთან, მან საზოგადოებას საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები