ხმაური ბათუმის N 1 საარჩევნო უბანზე (ვიდეო)

ბათუმის N 1 საუბნო უბანზე ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პოლიციის თანხლებით გააძევეს.
„ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მან დარღვევა დააფიქსირა და სწარაფი რეაგირება მოახდინა. N1 საუბნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ცდილობდა, საარჩევნო პროცესში დისონანსი შეეტანა.
​მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხმაურობდა და ცდილობდა, ხმის მიცემის პროცესი ჩაეშალა, სწორედ ამიტომ გახდა პოლიციის გამოძახება საჭირო. მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მან საარჩევნო უბნის ტერიტორია პოლიციის ძალით დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ამავე საარჩევნო კომისიიდან გააძევეს მურმან დუმბაძის წარმომადგენელი. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, იგი პირდაპირ საარჩევნო უბანზე ეწეოდა საარჩევნო აგიტაციას.
„დავაფიქსირე ის, რომ კომისიის წევრი , რომელსაც არა აქვს უფლება შენობა დატოვოს, იმყოფებოდა საარჩევნო უბნის გარეთ. გამოვედი, მივუთითე ახალგაზრდას, რომ მან კანონი დაარღვია და იგივე კითხვით მივმართე კომისიის თავმჯდომარეს. მათ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თითქოს მე ვშლი საარჩევნო გარემოს“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.
განსხვავებული მოსაზრება აქვს N 1 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს.
„დილიდანვე, ყოველგვარი წესების დაცვით, გაიხსნა საარჩევნო უბანი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ცდილობდა საარჩევნო პროცესის ჩაშლას. ვეცადეთ, ჯერ მეგობრულად, რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, რომ დამშვიდებულიყო და საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეეშალა, მაგრამ არ გაითვალისწინა, მისი მიზანი იყო, რომ ხმის მიცემის პროცესი ჩაშლილიყო“, – აცხადებს ბათუმის N 1 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე.
​რაც შეეხება, ბათუმის სხვა საარჩევნო უბნებს, დილიდანვე ყველა უბანი კანონით გათვალისწინებული წესებით გაიხსნა, სხვა სახის დარღვევები არ დაფიქსირებულა.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში გახსნილია 348 საარჩევნო უბანი და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები