დავით უსუფაშვილი: მეტი თავისუფლება ყველას მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს

“მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საქართველო შეხვდა მეტი პოლიტიკური თავისუფლებებით”, – ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომელიც საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ”რესპუბლიკური პარტიის” ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თინა ხიდაშელთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საქართველო შეხვდა მეტი პოლიტიკური თავისუფლებებით, ამომრჩეველს აქვს მეტი საშუალება, თავისი პირადი არჩევანი გააკეთოს ქვეყნის მომავლისთვის. რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება ყველას გვაკისრებს მეტ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები