ცესკო: ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს

“ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ტარდება”,-ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეს ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის 08:00 -დან გაიხსნა.
„დღეს ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის 08:00 -დან გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ტარდება.
ამომრჩევლებს შევახსენებ, რომ იქ, სადაც საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება, ისინი მიიღებენ ორ ბიულეტენს. ერთს პროპორციული, მეორეს – მაჟორიტარული არჩევნებისათვის.
აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენის გარდა, ასევე მიიღებენ ორ ბიულეტენს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის.
ასევე, იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები,ნ ამომრჩევლები  დამატებით თითო ბიულეტენს მიიღებენ. მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები