აჭარის მოსახლეობა დღეს უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს აირჩევს

საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად, აჭარაში დღეს უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება.
ექვს მაჟორიტარულ ოლქში 76 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, არჩევნებში კი, 15 პარტია მონაწილეობს. საარჩევნო კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
უსკო-ს მონაცემებით აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 348 უბანი, მათ შორის ერთი სპეცუბანი.
აჭარაში დღეს როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრებს ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები