სტივენ ნიქსი: საქართველოში იმისთვის ვართ, რომ ქვეყანამ საარჩევნო პროცესები გააუმჯობესოს

IRI-ის მისიის ხელმძღვანელის, სტივენ ნიქსის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოში იმისთვის იმყოფება, რათა ქვეყანას საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.
მისი განმარტებით, მათ არჩევნებზე დაკვირვების დეტალური მეთოდოლოგია აქვთ.
“ეს გულისხმობს, რომ უნდა ვესწრებოდეთ პროცესს და ჩავინიშნოთ, რაც საჭიროებას წარმოადგენს და შემდგომ მოხსენება წარვუდგინოთ მოსახლეობას. ჩვენი ინფორმაცია მოიცავს არჩევნების შემდგომ მოხსენებასაც. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით იმისთვის, რომ ქვეყანამ გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესები. თუ გვექნება რეკომენდაციები, მივაწვდით საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს. ასევე, ცესკოს მისამართით შეგვიძლია წარვადგინოთ რეკომენდაციები სხვადასხვა მარეგულირებელი საკითხების თვალსაზრისით. ჩვენ ამას გავაკეთებთ არა იმისთვის, რომ გავაკრიტიკოთ არსებული მდგომარეობა, არამედ დავეხმაროთ ქვეყანას საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებისა და დემოკრატიის დონის თვალსაზრისით, რათა მან თავისი ადგილი დაიკავოს ევროპულ სტრუქტურებში”, – აღნიშნა სტივენ ნიქსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები