IRI – საქართველოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდი და წყნარია

IRI-ის ევრაზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, სტივენ ნიქსი, წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და იმედოვნებს, რომ ხვალ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
მისი თქმით, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს დამკვირვებლები, ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო უბანში ეყოლება და ორგანიზაცია შედეგებს კვირას, 14:00 საათზე გაასაჯაროებს.
“ატმოსფერო მშვიდი და წყნარია არჩევნების წინ. ვხედავთ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის გაუმჯობესებას, საარჩევნო სიის ხარისხის ამაღლებას, ქალთა რაოდენობის ზრდას, რომლებიც საარჩევნო კომისიებში არიან ჩართულები. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები კარგად არიან მომზადებულები, მზად არიან თავიანთი მოვალეობები შეასრულონ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში”,- აცხადებს ნიქსი.
რაც შეეხება ინციდენტებს, მისი თქმით, ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები