გიორგი კანდელაკი: ხელისუფლების ცვლილების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” შურს არ იძიებს

სამწუხაროდ, ცესკო არის პოლიტიზებული, მაგრამ ესეც ვერ უშველის ივანიშვილს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა “დღის ამბებში” წინასაარჩევნო გარემოს და ცესკოს საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, არჩევნების მოგების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” შურს არავიზე იძიებს.
“სამწუხაროდ, ცესკო არის პოლიტიზებული, მაგრამ ესეც ვერ უშველის ივანიშვილს. რაც არ უნდა ქნან, როგორი პოლიტიზებაც არ უნდა მოახდინონ, ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი ვერ იხსნის. რაც უფრო მეტ კანონდარღვევას ჩაიდენს, რაც უფრო მეტს იფხაკურებს, მით უფრო დაზიანდება ეს ხელისუფლება თვითონ და მით უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება. კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ყველა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ იქნება შურისძიება და ერთ-ერთ პირველ აქტს, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ, იქნება აქტი ამნისტიის შესახებ”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები