ნიკუშა შენგელაია სააკაშვილზე: მისთვის არ არსებობს არც ქვეყანა, არც ადამიანი, არაფერი არ არსებობს (ვიდეო)

რეჟისორ ნიკუშა შენგელაია საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები უცხო ქვეყნის თანამდებობის პირის მიერ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეში ჩარევაა.

როგორც შენგელაიამ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, სააკაშვილი არაფერზე დაიხევს უკან იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური მომავალი გაიმაგროს.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე, თანამდებობის პირი ასე უხეშად ერევა სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, რატომ არ ვსაუბრობთ ამ თემაზე? – ეს არის დარღვევა, ამ ადამიანისთვის არაფერი არ არსებობს, ჩვენ მისგან მიჩვეულები ვართ ტყუილს, ნებისმიერ რამეზე მზად არის იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური მომავალი გაიმაგროს სადმე, მისთვის არ არსებობს არც ქვეყანა, არც ადამიანი, არაფერი არ არსებობს“, – განაცხადა შენგელაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები