გიგა ბოკერია გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურება

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებული სპეცოპერაცია წინასაარჩევნო პიარს უკავშირდება.
„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ახლა გვაქვს, დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პროსამთავრობო ტელევიზიის ეგზოტიკური ჟურნალისტი დაჟინებით მოითხოვდა რესპონდენტებისგან ეთქვათ თითქოს ეჭვმიტანილი უკრაინიდანაა ან რაიმე კავშირი აქვს, თუმცა ამას არავინ ამბობდა. ჩვენ კარგად გვახსოვს პრემიერმა ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე გაკეთებული აქცენტებიც. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს ძალიან უტიფარ წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე. ეს ადასტურებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც საბედნიეროდ ეს ძალიან მალე დავასრულებთ”, – განაცხადა ბოკერიამ.
გლდანის ერთ-ერთ მიკრო რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას უკავშირდება. სამართალდამცველები ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ, დარჩო ხეჩუაშვილს აკავებენ, რომელიც მანქანის აფეთქებაში ფიგურირებს. ის კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.
მეზობლების ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, უკრაინაში ან რუსეთში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები