რას აცხადებენ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის მშობლები – სად იმყოფება დარჩო ხეჩუაშვილი

დეპუტატ გივი თარგამაძის კუთვნილი ავტომობილის აფეთქების საქმეზე სავარაუდო ეჭვმიტანილის დარჩო ხეჩუაშვილის მეზობლების ინფორმაციით, ხეჩუაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა.
აღნიშნულ საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებენ ხეჩუაშვილის მშობლები. სავარაუდო ეჭვმიტანილის დედისთვის უცნობია, სად იმყოფებოდა ბოლო პერიოდში მისი შვილი და ასევე უცნობია, რას საქმიანობდა ის.„არაფერი არ ვიცი, სახლში იჯდა კომპიუტერით თამაშობდა. არ ვიცი უკრაინაში იმყოფებოდა, თუ არა. ჩემთვის არ უთქვამს არაფერი. გვიან მოდიოდა, აზრზე არ ვარ სად რჩებოდა“, -აცხადებს ხეჩუაშვილის დედა.
ეჭვმიტანილის მამა ანზორ ხეჩუაშვილი კი აცხადებს, რომ მისი შვილი 5 დღეა რუსეთში იმყოფება. როგორც სავარაუდო ეჭვმიტანილის მამა ამბობს, დარჩო ხეჩუაშვილი თავის დროზე ეჭვმიტანილი იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილ ტერაქტში და ამის გამო ის დაკავებულიც იყო.
„აქ არ არის, წასულია რუსეთში, ჩემი შვილი იცით რატომ არის ეჭვმიტანილი?! შევარდნაძისთვის მოწყობილ ტერაქტში მონაწილეობდა ვითომ, მერე წავიდა ძიება, ცემეს-ტყეპეს და ვერაფერი რომ ვერ დაუმტკიცეს, გამოუშვეს. მერე იყო მუხროვანი, იქაც გაამართლეს, გამოუშვეს. თავის სამსახურში ხელფასები არ დაურიგეს და მაგაზე იყვნენ გაფიცულები. აქ არ არის და როგორ მიიღებდა მონაწილეობას?! 5 დღეა წასულია რუსეთში და გამაგებინონ როგორ მონაწილეობდა, უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვშია“, – აცხადებს ანზორ ხეჩუაშვილი.
გლდანის ერთ-ერთ მიკრო რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაცია ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები