მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული ოქმის შედგენა საქართველოში არყოფნის გამო ვერ ხერხდება

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში ჩართვის ფაქტს ცესკოს პრესმდივანი ანა მიქელაძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ადმინისტრაციული ოქმის შედგენა, საქართველოში არყოფნის გამო ვერ ხერხდება.
როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ პირი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ვერანაირი კანონმდებლობა ვერ დაავალდებულებს მას გარკვეული სახდელის გადახდას ან სანქციის შესრულებას.
„თუ პირი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას არანაირი აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერანაირი კანონმდებლობა ვერ დაავალდებულებს მას ამ სახდელის გადახდას ან სანქციის შესრულებას”, – აღნიშნა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში სწორედ ეს მუხლი გახდა იმის საფუძველი, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ მოახდინა იმ ტიპის რეაგირება, რა ტიპის რეაგირებაზეც აქვთ საუბარი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები