მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები დასჯადი ხდება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდნენ. 14607993_1250549998300824_2100693702_n
ღია შეხვედრაზე, რომელიც გუშინ გვიან დასრულდა, საუბარი სასამართლოს გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, სასამართლო სისტემის და მოსამართლეთა კორპუსის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად შეაფასეს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ბოლოდროინდელი განცხადებები. მოსამართლეთა კორპუსი გაემიჯნა გავრცელებულ ჩანაწერებში გამოთქმულ მოსაზრებებს. მათი შეფასებით, ყოფილი თავმჯდომარის ქმედებები ეწინააღმდეგება სამოსამართლო ეთიკის პრინციპებს და უხეშად არღვევს მოსამართლესთან კომუნიკაციის წესებს. მოსამართლეთათვის მიუღებელია კონკრეტულ დავაზე საქმის მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაცია, მით უფრო, სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტია.
შეხვედრაზე, მამუკა ახვლედიანის კომუნიკაცია, საქმის მხარესთან, შეფასდა, როგორც არაეთიკური, ღირსების შემლახველი და მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება.
მოსამართლეებმა შეშფოთება გამოთქვეს, ახვლედიანის მხრიდან საქმის განმხილველი მოსამართლისა და ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარის დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიების გამო. მოსამართლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ სასამართლოს მიმართ გადამეტებულ კრიტიკას ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან ჰქონდა კონკრეტული მიზანი და არ ასახავდა ობიექტურ რეალობას. მას ჰქონდა მცდელობა წინასწარ შეეტყო კონკრეტული საქმეების შედეგები. პოზიცია დააფიქსირეს, აგრეთვე რაიონული სასამართლოებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლად გამწესებულმა მოსამართლეებმა, რომლებმაც პირად შეურაცხყოფად მიიღეს მათი სამოსამართლო საქმიანობის გამჭვირვალობის ეჭვქვეშ დაყენება და მოუწოდეს მამუკა ახვლედიანს კონკრეტული ფაქტების დასახელებისაკენ.
შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გააჟღერა ინიციატივა მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები, სამომავლოდ გახდეს დასჯადი, კერძოდ ითვალისწინებდეს მკაცრ ფინანსურ სანქციას. მოსამართლეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა მედიასთან თანამშრომლობის კუთხით, რათა საზოგადოებას თანაბრად მიეწოდოს ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები