საგარეო უწყება კარიბის აუზის რეგიონში ქარიშხლის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს კარიბის აუზის რეგიონში ქარიშხალი „მეთიუს“ შედეგად გამოწვეული სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც არსებული მონაცემებით, ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკაში 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს კარიბის აუზის ქვეყნების მთავრობებსა და ხალხს. ამასთანავე, სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, დაზარალებული ქვეყნები შეძლებენ ქარიშხლით გამოწვეული მძიმე შედეგების დაძლევას, ხოლო სტიქიის ზონიდან ევაკუირებული მილიონობით ადამიანი უმოკლეს ხანში დაუბრუნდება საკუთარ სახლს და განაგრძობს მშვიდობიან ცხოვრებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები