არასამთავრობო ორგანიზაციები ოთხთვიან წინასაარჩევნო პერიოდს დადებითად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ოთხთვიან წინასაარჩევნო პერიოდს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ გარკვეულ გამოწვევებს ამომრჩევლებისთვის გავლენა არ მოუხდენია.
მათივე შეფასებით,წინასაარჩევნო პერიოდში მედია, განსაკუთრებით კარგად მოქმედებდა.
„მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, დღევანდელი წინასაარჩევნო გარემო არის ბევრად გაუმჯობესებული, ვიდრე გვქონდა 2012 წელს. ვფიქრობთ, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველი გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს და მათ არჩევანზე განსაკუთრებული გავლენა ამ გამოწვევებს არ მოუხდენია.
აუდიტის სამსახური იყო დამოუკიდებელი თავის ქმედებებში და რეაგირებდა ყველა ტიპის, მათ შორის მმართველი პარტიის დარღვევებზე. ცხადია, ეს გვაფიქრებინებს, რომ აუდიტი მოქმედებდა დამოუკიდებლად. ჩვენ არ გვქონია ბევრი შემთხვევა იმისა, რომ რომელიმე კომპანიას ესაუბრა ზეწოლაზე, რათა შემოწირულობა განეხორციელებინა მმართველი პარტიის სასარგებლოდ“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.
გიგაურის განცხადებით, ტელეკომპანია GDS-ზე გადიოდა გადაცემა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, რაც მისი შეფასებით, ყოფილი პრემიერის მიერ მმართველი პარტიის სასარგებლო კამპანია იყო. გიგაურის განცხადებით, ეს განიხილება, როგორც უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება.
რაც შეეხება ეგზიტპოლებს, გიგაურის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთ სენსიტიურ პროექტებში არ უნდა იყოს ჩართული და ამისთვის ბიუჯეტის თანხები არ უნდა იხარჯებოდეს. ერთობლივი ბრიფინგი „სამართლიანმა არჩევნებმა”, საია-მ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები