ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორს, გერდ ვინტერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული წოდება ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორს თსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საქმეში დამსახურებისა და საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა.
გერდ ვინტერს საპატიო დოქტორის დიპლომი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შარვაშიძემ გადასცა და სპეციალური მანტიით შემოსა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ღონისძიებას კი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული უძღვებოდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) სამართლის პროექტის ხელმძღვანელმა იენს დეპემ, თსუ პროფესორმა პაატა ტურავამ და თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აკადემიურმა დირექტორმა კობა ყალიჩავამ. ღონისძიებაზე პროფესორი გერდ ვინტერი წარსდგა მოხსენებით თემაზე „Reflexions on the methodology of transnational legal consultancy“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები