კახა კახიშვილი: დარწმუნებული ვარ, თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გაიხსნება

„ბუნებრივია ეს არის ძალიან ცუდი. ეს იყო გამოწვევა. ამ გამოწვევაზე იქნება ადეკვატური პასუხი, ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კახიშვილმა „მაესტროს“ „ღამის კონტაქტში“ სტუმრობისას განაცხადა, ამ ფაქტს ხელისუფლებამ მწვავე შეფასება მისცა და პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერცერთი ქვეყნის იმუნიტეტი.
„ბუნებრივია ეს არის ძალიან ცუდი. ეს იყო გამოწვევა. ამ გამოწვევაზე იქნება ადეკვატური პასუხი. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს გამოძიებას და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას ამ კუთხით. ცხადია, გამოძიების ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს საქმე გაიხსნება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები