ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სააკაშვილთან შეხვედრას ადასტურებს

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო დეპუტატის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შემთხვევით შეხვდა. ამის შესახებ დაკითხვიდან გამოსულმა ილია ნიკოლაიშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.
”მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ შემთხვევით შევხვდი და მითხრა, რომ დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში და რომ სურს ქვეყანაში მშვიდობა”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, სუს-ში დღვანდელი დაკითხვა 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები