ლიტვის ხელისუფლება თბილისში 4 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებას გმობს
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს თბილისში, საქართველოს პარლამენტის წევრის კუთვნილი ავტომანქანის აფეთქებას. ამის შესახებ საუბარია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“აფეთქების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ასეთმა ინციდენტებმა შესაძლოა ქვეყანაში დემოკრატიულ წინასაარჩევნო პერიოდში ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მომხდარის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ. ვილნიუსი მოუწოდებს თბილისს, იპოვოს და დასაჯოს დამნაშავეები, ასევე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიიღოს ზომები პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით დემოკრატიული არჩევნებისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად”, -ნათქვამია განცხადებაში.
ლიტვის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების დანერგვა.აუცილებელია სტაბილური და განვითარებული საქართველოსთვის, მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის
“პროვოკაციებმა და ძალადობრივმა ინციდენტებმა არ უნდა დააზარალოს საქათველოს მნიშვნელოვანი პროგრესი”, – ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.