კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „რუსთავი 2“-ს GFK-სთან თანამშრომლობის სრული დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „რუსთავი 2“-ს GFK-სთან თანამშრომლობის სრული დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა.
სხდომაზე „რუსთავი 2“- მა gfk -სთან თანამშრომლობის დოკუმენტაცია კომისიის მიერ მიცემულ ორი დღის ვადაში სრულად არ წარმოადგინა, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ წერილში გასაგებად არ იყო მითითებული კონკრეტული მოთხოვნები.
საქმის წარმოება ხვალ გაგრძელდება. კომისიამ „რუსთავი 2“-ს სრული დოკუმენტაციის წარსადგენად ვადა ხვალინდელ სხდომამდე მისცა.
სრული დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ წერილობით მოთხოვნას კომისია ტელეკომპანიას დღეს ხელახლა გადაუგზავნის.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჟურნალისტმა, შალვა რამიშვილმა განცხადებით მიმართა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა.
კომუნიკაციის კომისიის ინფორმაციით, ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში გამოვლენილ იქნა კომპანია ,,GFK“-ის მიერ სოციოლოგიური კვლევის გაყალბების სავარაუდო ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები