“მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა”
საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთმა მოსამართლემ თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, დღევანდელ შეხვედრაზე თავმჯდომარეობის კანდიდატურები არ დასახელებულა.
”2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხზე. ასევე, მათ შორის გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა. შეხვედრაზე თავმჯდომარის კანდიდატურა/კანდიდატურები არ დასახელებულა”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.