ცესკო არჩევნების დღის ბრიფინგების განრიგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლებისა და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ.-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“24-საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი – 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად, ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი შემდეგია:
8:30 სთ;
10:30 სთ;
12:30 სთ;
15:30 სთ;
17:30 სთ;
20:30 სთ.
განრიგი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეიცვალოს”, – აცხადებენ ცესკოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები