თეა წულუკიანი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: თუ საქმის კვალიფიკაცია იქნა შესაცვლელი, შეიცვლება

„დღეს ძალიან ადრეა, ვისაუბროთ რაიმე ტიპის ვერსიებზე, თუ რა არის მომხდარი სინამდვილეში“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დეპუტატ გივი თარაგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი.
​როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიება ჯერ ორი დღეა, რაც მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ნაადრევია ვერსიებზე საუბარი.
„გამოძიება სულ ორი დღეა, რაც დაიწყო, აქედან გამომდინარე, თუ კვალიფიკაცია იქნა შესაცვლელი, შეიცვლება, თუ არ იქნა შესაცვლელი, არ შეიცვლება. დღეს ძალიან ადრეა, ვისაუბროთ რაიმე ტიპის ვერსიებზე, თუ რა არის მომხდარი სინამდვილეში. ნუ იჩქარებთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
​შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე შს სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები